понедельник, 28 сентября 2015 г.
четверг, 16 июля 2015 г.
вторник, 14 июля 2015 г.
пятница, 10 июля 2015 г.
დღე მეცხრე
დღეს დავამთავრეთ კურსი ინტელი ახალი ხედვა! ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე.საბოლოოდ დავასრულეთ პროექტი,შევამოწმეთ ყველა საქაღალდე.ვისწავლეთ ვიდეო რგოლის დადება ჩვენი ბლოგის მთავარ გვერდზე,მისი წაშლა და რამდენიმე ვიდეო რგოლის ერთდროულად ატვირთვა.გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია.მივიღეთ მითითებები ამასთან დაკავშირებით,რასაც გავითვალისწინებთ მომავალში.უღრმესი მადლობა გიორგი.ნახვამდის!
четверг, 9 июля 2015 г.
დღე მერვე
შემოწმდა ჩვენი პროექტები,დავამატეთ მოსწავლის ნიმუში და შეფასების რუბრიკები.ვიმუშავეთ პროექტის დასრულებაზე.სახელმძღვანელოში გავეცანით მე-6 და 7 მოდულებს დიფერენცირებული სწავლების ნიმუშს და ფასილიტაციის ტექნოლოგიების გამოყენებას პროექტში.
вторник, 7 июля 2015 г.
დღე მეშვიდე
შევქმენით მოსწავლის ჩეკლისტი და ავტვირთეთ google drive-ზე სასაწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.შემდეგ გავეცანითhttp://tpdc.ge/essentials/ სახელმძღვანელოდან 5 მოდულის 1,2,3, აქტივობები , სადაც დეტალურად იქნა განხილული მოსწავლეთა შეფასების კრიტერიუმები და ნიმუშები, ამის შემდეგ google drive-ში გავხსენით google forms სადაც შევქმენით ვ.მ.ვ -ს რუბრიკა.რომელიც აიტვირთა drive-ზე შეფასებების საქაღალდეში
пятница, 3 июля 2015 г.
დღე მეექვსე
დღეს განვიხილეთ პროექტის გეგმა პროცედურებამდე.გადავედით ახალ მასალაზე და ვისწავლეთ google drive-ში შესვლა,ფაილების ატვირთვა და გამოქვეყნება.სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ პორთფოლიოს რუბრიკა და ჩეკლისტი,რომელიც ავტვირთეთ და მოვათავსეთ საქაღალდე "კურსის რესურსებში".
четверг, 2 июля 2015 г.
დღე მეხუთე
შემოწმდა საშინაო დავალება.მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები,გავითვალისწინეთ გიორბის რჩევები პრეზენტაციის სწორად წარდგენასთან დაკავშირებით.დასრულდა ბროშურაზე მუშაობა.გადავედით ახალ მასალაზე-მოდული 3.კავშირები,პროექტებით სწავლებაზე-კომპიუტერის გამოყენება,საავტორო უფლებები.საშინაო დავალება-გეგმის პროცედურების დასრულება.
понедельник, 29 июня 2015 г.
დღე მეოთხე
დღეს გავაკეთე ბროშურა,ძალიან საინტერესო იყო და ხალისით ვიმუშავე.გავეცანით,განვიხილეთ,შევქმენით პროექტის შეფასების რუბრიკა.დავიწყეთ პროექტის პრეზენტაციაზე მუშაობა,ავარჩიეთ სლაიდები.მივიღეთ საშინაო დავალებები.
ზოგადი კითხვა:
ზოგადი კითხვა:
1.რით დაგვამახსოვრა თავი 20-ე საუკუნემ?
2.რა უნდა გააკეთოს ადამიანმა,რომ უკვდავყოს თავისი სახელი?
3.შეუძლია თუ არა ხელოვნებას სამყაროს შეცვლა?
თემატური კითხვები
თემატური კითხვები
1.რა დამახასიათებელი ნიშანთვისებებით განსხვავდება ერთმანეთისაგან მე-20 და 21-ე საუკუნის მსახიობები?
2.რა მსგავსებებსა და განსხვავებებს ხედავთ იმ დროის ამერიკელ და ქართველ მსახიობთა შემოქმედებაში?
შინაარსობრივი კითხვები:
შინაარსობრივი კითხვები:
1.დაასახელეთ თქვენი საყვარელი მსახიობები?
2.რა მიგაჩნიათ მათ მთავარ მიღწევად და პირიქით წარუმატებლობად?
3.როდის და სად აიგო პირველი კინოსტუდია?
4.რომელი ფილმი გადაიღეს პირველად ჰოლივუდში და ვინ მიიღო მონაწილეობა?
5.რომელ მსახიობებს მიაკუთვნებენ ჰოლივუდის ოქროს ხანას?
6.რა ემოციებს იწვევს ჰოლივუდის ფილმის ყურება?
пятница, 26 июня 2015 г.
დღე მესამე
среда, 24 июня 2015 г.
დღე მეორე
დღეს ვისწავლეთ ბლოგის შექმნა, ეს ჩემთვის სიახლე იყო, რომელიც ძალიან მაინტერესებდა.ვიმუშავეთ სტატიის დაგეგმვაზე,გამოქვეყნებაზე,დიზაინის შეცვლაზე.გადავწყვიტე მოვამზადო სტატია მოსწავლეებისთვის.
დღე პირველი
გავხსენით ელექტრონული ფოსტა,ვისწავლეთ ფოსტაში შესვლა გამოსვლა,წერილის მიღება გაგზავნა.ფაილის გაგზავნა, მიღებულის გადმოწერა.გიორგის მივწერეთ წერილი მეილზე. ვისწავლეთ ელექტრონული წიგნის გახსნა და მისი დახმარებით პროექტის გეგმის შაბლონის გაგეკეთება.დავიყავით ჯგუფებად ,შევარჩიეთ თემა პროექტისთვის და ეს თემა მოკლედ მიმოვიხილეთ.
Подписаться на:
Сообщения (Atom)